ზორტიყელის მთაზე სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა

18 აგვ 2026

ზორტიყელის მთაზე სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებᲨი დამსწრეებისთვის მოეწყო სამეწარმეო და კვების სივრცეები, ფოტოზონები და საბავშვო აქტივობები. „შუამთობა“ უხუცესთა ანსამბლმა „ღორჯომმა“ ცეკვა „განდაგანით“ გახსნა. ოფიციალური ნაწილისა და სიტყვით გამოსვლების შემდეგ კი ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი გაიმართა.

მთის სტუმრების წინაშე წარდგნენ ქორეოგრაფიული ანსამბლები „ფიქალა“, „ხელგაშლილა“ და „მერმისი“, ასევე ფოლკლორული ანსამბლი „ღორჯომი“. კონცერტი მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით გაგრძელდა. ზორტიყელის მთაზე მსმენელის წინაშე უკვე წარდგა ბენდი „გორდელა“ და ჯგუფი „ბანი“.

 
დღის ბოლოს ღონისძიება დიჯეი პროგრამით გაგრძელდება. „შუამთობის“ ფარგლებში ასევე დაგეგმილია კოცონის დანთება. სახალხო დღესასწაულს ზორტიყელის მთაზე ადგილობრივებთან ერთად თვითმმართველობისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან.