განცხადებები „ოპოზიციური ალიანსის“ სავარაუდო დაშლაზე

18 აგვ 2026

ჩვენ გავაშიშვლეთ უცხოური აგენტურა, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით, რომელიც პირდაპირ მიმართული იყო აგენტურის დაფინანსებისკენ, მათ შორის პარტიული აგენტურის არაპირდაპირი დაფინანსებისკენ, შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო ადრე ვამბობდით, რომ არავითარი პერსპექტივა ამ გაერთიანებას არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციური პარტიების პერსპექტივებს შეეხებოდა. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის საზოგადოებას უთხრა სიმართლე და საბოლოო ჯამში, საზოგადოება მიხვდა, რომ ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც ემსახურება უცხოურ ძალებს და არა საკუთარ ქვეყანას.