18 აგვ 2026
ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თეორიულ საფრთხესაც კი გამორიცხავს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებულ კითხვას პრემიერ მინისტრმა ხაზგასმით უპასუხა, რომ ყველას უსაფრთხოება დაცულია. მან ასევე თქვა, რომ ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არ ჰქონია.
გუშინ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც ეწერა რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოება ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა.