პრემიერი ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება

18 აგვ 2026

ერეკლე მეორის ყველაზე აქტიური კრიტიკოსები დღეს თავს მთავარ ევროპელებად წარმოაჩენენ და ისე მსჯელობენ, რომ არათუ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, არამედ, ევროპის არსებობაც კი ლამის საკუთარ დამსახურებად მიაჩნიათ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, იმ კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში, რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის არა მხოლოდ გადარჩენის საკითხი, არამედ ქრისტიანული დასავლეთისკენ მიმავალი პოლიტიკური და კულტურული კავშირის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო.

ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ბოლო დღეებში ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.