პოლიციის აკადემიამ ავტორიზაცია მიიღო

18 აგვ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას 6 წლის ვადით უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვა.

შედეგად, აკადემიას მიეცა უფლება, მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საბაკალავრო პროგრამის - „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ - აკრედიტაციის მიზნით.

პოლიციის აკადემია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასაც შეძლებს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.