ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი

18 აგვ 2026

ანაკლიის ბანაკი, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად, მოზარდებს ესპანეთიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან, ირლანდიიდან და ლატვიიდან მასპინძლობს.

უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მოზარდებს საქართველოს პარლამენტის წევრები დახვდნენ. 

ღია დიალოგის ფორმატში შეხვედრის მონაწილეებმა საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერასა და სამშობლოსთან მათი კავშირის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, საღამო კი მომღერალ ზუკა ხუციშვილის კონცერტით დასრულდა.