18 აგვ 2026
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლის, მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს უნდა ჩაინიშნოს. როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს გარემოებებიდან გამომდინარე არ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო ფარტენაძის მიმართ მკაცრ სანქციებს გამოიყენებს.
ადვოკატ, თემურ ქავშბაიას ინფორმაციით, კობა ფარტენაძე ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, ხელწერილის საფუძველზე გუშინ გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კობა ფარტენაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებს ედავებიან, რაც პოლიციელის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
რამდენიმე დღით ადრე კობა ფარტენაძეს უცნობი პირები თავს დაესხნენ, რის გამოც მან პოლიციას მიმართა და საქმეზე ორი პირი დააკავეს, რომლებიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.