მთა თეთრობში სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა

18 აგვ 2026

მთა თეთრობში სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, დამონტაჟდა განათების ქსელი, დაიგო ხელოვნური საფარი და კალათბურთის ფარი.

ასევე იგეგმება სამი ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა, ხოლო ოთხის რეაბილიტაცია.

დასრულებული ინფრასტრუქტურა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა.