შავ ზღვაში რუსული ნავთობით დატვირთულ ბერძნულ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა

18 აგვ 2026

შავ ზღვაში რუსული ნავთობით დატვირთულ ბერძნულ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდასხმა ნოვოროსიისკთან ახლოს, კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალში რუსული ნავთობით დატვირთვის შემდეგ განხორციელდა.

წყაროების ინფორმაციით, ტანკერ Skiros-ს, დაახლოებით 1 მილიონი ბარელი ნავთობის გადაზიდვა შეუძლია. ასევე, წყაროების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალი ყაზახეთიდან ნავთობს იღებს, ტანკერი რუსული ნავთობით იყო დატვირთული.

ინციდენტის შედეგად ტანკერის ეკიპაჟი არ დაშავებულა.