სერგეი სობიანინი - მოსკოვზე 600-ზე მეტი დრონით შეტევა განხორციელდა

18 აგვ 2026

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ღამის განმავლობაში დედაქალაქისა და მოსკოვის ოლქის მიმართულებით 620 უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს, რომელთაგან 180 მოსკოვის რეგიონში გაანადგურეს. მისი თქმით, ნანგრევების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მოსკოვში რვა ავიარეისის დაშვება ვერ მოხერხდა. 

ამასთან, „როს-ავიაციამ“ მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს, ჟუკოვსკის და შერემეტიევოს აეროპორტებში შეზღუდვები გამოაცხადა.