17 აგვ 2026
მთა თეთრობში ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, დამონტაჟდა განათების ქსელი, დაიგო ხელოვნური საფარი, ასევე განთავსდა ლითონის ბადეები და კალათბურთის ფარი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სამი ახალი სპორტული მოედანი აშენდება, ხოლო ოთხი რეაბილიტირდება.
სპორტის განვითარება და ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება კი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას ემსახურება.
დასრულებული ინფრასტრუქტურა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.