17 აგვ 2026
ბათუმის ახალი, N21 საჯარო სკოლა 2026-2027 სასწავლო წლიდან იწყებს ფუნქციონირებას.
სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და გათვლილია 1400 მოსწავლეზე. სასწავლო პროცესი ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე წარიმართება.
საჯარო კონკურსების გზით დაკომპლექტდა პედაგოგთა გუნდი. სკოლაში შექმნილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო, რომელიც მოიცავს სპორტულ და სააქტო დარბაზებს, ბიბლიოთეკას, კომპიუტერულ ლაბორატორიასა და ღია სპორტულ მოედანს.
სკოლაში მოსწავლეების რეგისტრაციაზე განაცხადები მიიღება 17 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით.