17 აგვ 2026
ევროკავშირი უახლოეს თვეებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის წარდგენას გეგმავს - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ეს პაკეტი შესაძლოა, ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდეს.
მისივე განცხადებით, ევროპულმა სანქციებმა უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთს, შედეგად რუსეთმა სანქციების გამო ტრილიონ ევროზე მეტი დაკარგა.
კაია კალასის თქმით, ახალი პაკეტის მიღების შემდეგ მესამედით გაიზრდება სანქცირებული რუსი იურიდიული და ფიზიკური პირების საერთო რაოდენობა.