17 აგვ 2026
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო.
სტუდენტებს ექნებათ საშუალება მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი აკადემიური პერსონალისგან მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება და ჩაერთონ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სიმულაციურ სწავლებებში.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებას.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.