სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ქართველი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დაბრუნების მოთხოვნით

17 აგვ 2026

''ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრები   ქართველი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დაბრუნებას მოითხოვს.  საკითხთან დაკავშირებით პარტიის გენერალური მდივნის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც  ის ამბობს „ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების წართმევას“ ასაჩივრებს.

სარჩელის შეტანის შემდეგ  საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად სიორიძემ ბრიფინგი გამართა.

მიმართა ემიგრანტებსაც და თქვა, რომ თუ სურვილი ექნებათ, ემიგრანტებს თავად დაეხმარება მოამზადონ საკონსტიტუციო სარჩელი და იბრძოლონ საკუთარი ხმის უფლების დასაცავად.

საუბარია იმაზე, რომ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა, საარჩევნო კოდექსის ცვლილების თანახმად,  შეუძლიათ თუ კი ისინი საქართველოში ჩამოვლენ. აქამდე ისინი ხმას იმ ქვეყნებში აძლევდნენ სადაც იმყოფებოდნენ და სადაც საარჩევნო უბნები იხსნებოდა.