17 აგვ 2026
ნიკა გვარამიას მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაჟღერებული შედარება სომხეთთან პოლიტიკური შეფასებების საკითხი გახდა. პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ამბობენ რომ მსგავსი შედარება ქვეყნისთვის დამაზიანებელია და ქვეყნის ინტერესების ღალატს უტოლდება.
,,ქართულ ოცნებაში'' კი აცხადებენ, რომ გარე ძალები ახალი ნარატივის გატესტვას ცდილობენ.
არჩილ გორდულაძის თქმით, ე. წ „ პატრონები“ ცდილობენ, როგორმე ახალი ნარატივი გატესტონ, თითქოს ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენთვის რაღაც ისეთი ტვირთია. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ფაშინიანით აღფრთოვანებულია, რადგან მან შეძლო ტრავმების დამარცხება და ყარაბაღის ჩაბარება.
ნიკა გვარამიას თქმით, ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველი.