17 აგვ 2026
იტალიის თასის ოცდამეთორმეტედ ფინალში „ფროზინონემ“ „იუვე სტაბია“ 4:1 დაამარცხა, გიორგი კვერნაძემ კი დუბლი შეასრულა და აქტივში საგოლე პასიც ჩაიწერა.
მეოცე წუთზე ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა ეფექტური გოლით გახსნა. 9 წუთში მან საგოლე პასიც მიითვალა, როცა მატეო ჩიკელამ სხვაობა ორამდე გაზარდა. 71-ე წუთზე კვერნაძემ კიდევ ერთხელ გაიტანა და ანგარიში 4:1 გახადა.
იტალიის თასის მომდევნო ეტაპზე „ფროზინონე“ „სასუოლო“ – „ჩეზენას“ წყვილში მოგებულს შეხვდება, ხოლო 23 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.