„დინამო“ ბათუმმა „სამგურალი“ დაამარცხა

17 აგვ 2026

ეროვნული ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

ზღვისპირელებმა პირველი ტაიმი ავოკე ეშეტიეს, ლუკა წულუკიძისა და დმიტრი მანდრიჩენკოს გოლებით 3:0 მოიგეს, მეოთხე გოლი მატჩის მეორე ნახევარში უერდი მარამ გაიტანა.

სატურნირო ცხრილში ბათუმის „დინამო“ 31 ქულით მეოთხე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას „დინამო“ 21 აგვისტოს სტუმრად ტყიბულის „მეშახტესთან“ გამართავს.