17 აგვ 2026
საფრანგეთის სუპერთასისთვის ბრძოლაში „პარი სენ-ჟერმენი“„ლანსთან“ დამარცხდა და ზედიზედ მეორე ტიტულის მოგება ვერ შეძლო.
ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 32-ე წუთზე ფლორენ ტოვენმა გაიტანა, დარჩენილ დროში კი, "ლანსმა" უპირატესობა შეინარჩუნა.
„ლანსმა“ საფრანგეთის სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო. „პსჟ“ ლიგა 1-ის პირველ ტურში, 23 აგვისტოს, „რენს“ უმასპინძლებს.