საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

17 აგვ 2026

საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში შესანიშნავად იასპარეზა და ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

ქართველმა ჯუდოკებმა საფრანგეთს, ესპანეთს და მოლდოვას ერთნაირი ანგარიშით - 4:1 სძლიეს, ფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსეთის ნაკრები 4:0 დაამარცხეს და ოქროს მედლები ზედიზედ მეორედ მოიგეს.

საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: საბა ბაღდავაძე, გიორგი გამჯაშვილი, გიორგი ბერიძე, ზვიად გოგოჭური, ლევან გუგავა, ზურაბ ზურაბიანი.