17 აგვ 2026
საავტორო მუსიკის ''რადიო ფესტივალი'' ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში კონცერტით დასრულდა. მსმენელის წინაშე ირინა ხინიკაძე და ბენდი, ასევე ჯგუფი „ასეა სულ“ წარსდგნენ.
''რადიო ფესტივალი'' წელს ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და კონცერტები ბათუმის შემდეგ ქობულეთსა და ქედაშიც გაიმართა.
„რადიო ფესტივალის“ დამფუძნებლების მიზანი მსმენელისთვის საავტორო მუსიკის, ასევე მუსიკოსებისთვის სიახლეების შეთავაზებაა.