17 აგვ 2026
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი პროგრამა გრძელდება. ახალგაზრდობის სააგენტოს ეს მასშტაბური პროექტი არაფორმალური განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებთან ერთად, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებს. ამჯერად მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის ეწვივნენ.
შეხვედრა ღია დიალოგისა და კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.