წაბლნარი კორომების მდგომარეობის მონიტორინგი ზესტაფონში

17 აგვ 2026

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წაბლნარი კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს.

„დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებით, დღეისათვის ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკად სანიტარიული ჭრები და დაავადების ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმები ითვლება“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა. 

ეროვნული სატყეო სააგენტო წაბლნარი კორომების მდგომარეობას მუდმივად აკვირდება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას დაავადებისა და ინვაზიური მავნებლის გავრცელების პრევენციისა და ტყის ეკოსისტემების დაცვის მიზნით აგრძელებს.