მიგრანტების აქცია სეუტაში

17 აგვ 2026

„არ გვინდა მაროკოში დაბრუნება, ჩვენც ადამიანები ვართ“ - ესპანეთის ანკლავ სეუტაში, ბოლო პერიოდში შესულმა ასობით მიგრანტმა საპროტესტო აქცია გამართა.  მაროკოში დაბრუნების ნაცვლად, ისინი ესპანეთის ხელისუფლებას თავშესაფრის მიღებას სთხოვენ.  

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, განაცხადა, რომ მიგრანტებს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ანკლავში დარჩენის ან ლეგალური სტატუსის მოპოვების უფლება არ მიეცემათ. 

სეუტას სამედიცინო საბჭოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქალაქში ვრცელდება  ისეთი დაავადებები, როგორიცაა ინფექციური დიარეა და მუნი. ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში ათიათასობით მიგრანტმა მაროკოს ტერიტორიიდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში შეაღწია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით,  ქალაქში უკანონოდ დაახლოებით 60 ათასი ადამიანი შევიდა.