17 აგვ 2026
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნების შეჩერებას მოითხოვდნენ.
ერთობლივი წვრთნები 17-დან 27 აგვისტომდეა დაგეგმილი, მასში დაახლოებით 18 000 სამხრეთკორეელი სამხედრო მონაწილეობს.
წვრთნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანს, სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების შემცირება დაავალა. მისივე თქმით, წვრთნების სრულად გაუქმებისთვის უკვე გვიანია და „უკმაყოფილოა“ იმის გამო, რომ აშშ ამ წვრთნებში მონაწილეობას დათანხმდა.
დონალდ ტრამპმა წვრთნები წარსულშიც არაერთხელ შეაფასა „პროვოკაციულ“ და ძვირად ღირებულ ღონისძიებად.