თენგიზ შარმანაშვილის შეფასება საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკაზე 

17 აგვ 2026

თურქეთიც და სერბეთიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან, მაგრამ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდნენ - ყველამ იცოდეს, საქართველო საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებით ნაბიჯებს გადადგამს თუ არა, მხოლოდ ერთი ტექსტით განისაზღვრება: შედის თუ არა ეს საქართველოს ინტერესებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რატომ არ შეუერთდა საქართველო ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს.

მისივე თქმით, ქართული მხარე არ გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.