17 აგვ 2026
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაციას ადვოკატი თემურ ქავშბაია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დაკავება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში მოხდა. ამ დროისთვის ის ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
უფლებადამცველის განცხადებით, ამ ეტაპზე ზუსტდება, თუ რა საფუძვლითა და მოტივით მოხდა დაკავება.
ადვოკატის ინფორმაციით, კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული.