16 აგვ 2026
ნატო-ში აცხადებენ,რომ რუმინეთის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული დრონი, სავარაუდოდ, რუსული იყო.
ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის პრესსპიკერის განცხადებით, გამოძიება გრძელდება, თუმცა არსებული ინფორმაციით, დრონი სავარაუდოდ, რუსული წარმოშობის იყო.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს დრონის წარმომავლობა არ დაუზუსტებია.
უწყების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი მას შემდეგ დააფიქსირეს, რაც ის მოლდოვის მხრიდან რუმინეთის ტერიტორიაზე შევიდა. ნატო-ს წარმომადგენლის განცხადებით, ალიანსი მუდმივად მზადყოფნაშია და ნებისმიერი საფრთხისგან თავის დასაცავად მზად არის. ცნობისთვის, დღეს, გამთენიისას რუმინეთმა ჩამოაგდო დრონი, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.