16 აგვ 2026
ევროპაში მიმდინარე წლის ივნისში დაფიქსირებულმა სიცხემ უჩვეულოდ მაღალი ლეტალობა გამოიწვია.
რეკორდული სიცხის ტალღის დროს კონტინენტზე ჩვეულებრივ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 16 000-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც გამოცემა ნიუ იორკ თაიმსი წერს, სიკვდილიანობის ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე - საფრანგეთზე, ბელგიასა და გერმანიაზე მოდის.
რეგიონი, რომელიც მსგავს ექსტრემალურ ტემპერატურებს არ არის მიჩვეული, გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.
სამხრეთ ევროპის ქვეყნებს საუკუნეების განმავლობაში აქვთ გამომუშავებული ექსტრემალურ სიცხეებთან გამკლავების მეთოდები, მაშინ როცა ჩრდილოეთში კონდიციონერების გამოყენება კვლავ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
მეცნიერები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე მსგავსი კატაკლიზმები შესაძლოა გახშირდეს, რაც ცივი კლიმატისთვის აშენებული ქვეყნებისგან მზაობის მნიშვნელოვან გაზრდას მოითხოვს.