16 აგვ 2026
9 წლამდე პატიმრობა ემუქრება პირს, რომელსაც ბრალად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა ედება. მას ბრალი უკვე გააცნეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა თითქოს დაეხმარებოდა საქართველოში ყოფნის ნებართვის მოპოვებასა და საქართველოს ტერიტორიის უპრობლემოდ დატოვებაში , სხვა ქვეყანაში გადასვლასა და უკან დაბრუნების საკითხში, რის სანაცვლოდ მოსთხოვა 4000 აშშ დოლარი და წინასწარ გამოართვა 1000 აშშ დოლარი.