16 აგვ 2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს STEAM ბანაკი 2026 - ის სამივე ნაკადი დასრულდა, მასში 300 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს დიასპორის შვიდმა წარმომადგენელმა ბელგიიდან, გერმანიიდან და უზბეკეთიდან. მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
STEAM ბანაკი ხუთ საგანმანათლებლო მიმართულებას აერთიანებს და მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
ბანაკის ფარგლებში, მოსწავლეები სწავლობდნენ ახალი იდეების განვითარებასა და პროდუქტის პროტოტიპირებას, სტრატეგიულ თამაშში STEAM GAME-ში მონაწილეობა კი მათ აძლევდა შესაძლებლობას, გუნდურად დაეგროვებინათ ქულები, შეესრულებინათ მისიები და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ.