გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

16 აგვ 2026

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში განმარტებულია, რომ გადასახური მასალა არის მაღალტექნოლოგიური ქსოვილი, რომელიც სპეციალურად გელათისათვის იქსოვებოდა გერმანიაში, ასევე, კომიტეტის განცხადებით, უსაფუძვლოა მტკიცებები, თითქოს ფრესკების მასობრივი ცვენა მიმდინარეობს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და მიდის კონსერვაციის პროცესი.  

კომიტეტის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო პროცესები უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, სამეცნიერო სიღრმითა და საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით და შეესაბამება საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელების საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს.