16 აგვ 2026
რუმინეთმა ჩამოაგდო დრონი, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი უპილოტო საფრენი აპარატი ესპანური F-18-ის ტიპის ავიაგამანადგურებლით ჩამოაგდეს.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დრონი უსაფრთხოდ ჩამოაგდეს და ოპერაცია გამთენიისას ჩატარდა. უწყების ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, ორ სოფელს შორის მდებარე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ეს მიმდინარე წელს რუმინეთის მიერ ჩამოგდებული უკვე მეოთხე უპილოტო საფრენი აპარატია.