სამი ირანელი სამხედრო მფრინავის თვეების განმავლობაში დაკავების შესახებ ირანის ბრალდებას კატარი უარყოფს

16 აგვ 2026

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ირანის ბრალდებას სამი ირანელი სამხედრო მფრინავის თვეების განმავლობაში დაკავების შესახებ. როგორც უწყების პრესსპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა, დიპლომატიური ძალისხმევისა და რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციის ფონზე, გავრცელებულ ამ განცხადებებს, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

ეს განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანის შეიარაღებული ძალების დაკარგული პირების სამძებრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, სეიდ მოჰამედ ბაღერზადემ „წითელი ჯვრისადმი“ გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ კატარს ეკიპაჟის სამი წევრი თვეების განმავლობაში ჰყავდა დაკავებული.