ორმხრივი საჰაერო იერიში  რუსეთსა და უკრაინას შორის

16 აგვ 2026

უკრაინამ რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დრონებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში განახორციელა. შედეგად რუსეთის უდიდეს „ვაილდბერისის“ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.

ეს არის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი „ა“ კლასის წარმოებისა და ლოჯისტიკის კომპლექსი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში 822 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

საპასუხო იერიში განახორციელა რუსეთმაც და უკრაინის რამდენიმე რეგიონზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა.  
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. რუსეთმა იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის ოლქზეც, რის შედეგადაც ხანძარი  გაჩნდა. ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.