16 აგვ 2026
საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალი გრძელდება - მორიგ, მეხუთე მუსიკალურ საღამოს ამჯერად ქობულეთმა უმასპინძლა.
საფესტივალო დღის მთავარი სტუმარი ვაჟა ტუღუში ბენდთან ერთად და აკე პატარაია ჯგუფთან ერთად The catfish იყვნენ.
კონცერტი ქობულეთის ამფითეატრში 2 საათს გაგრძელდა. როგორც ავტორ-შემსრულებლები ამბობენ, ფესტივალი ერთგვარი მოტივაციაა მეტი დაწერონ და მეტი შექმნან.
ფესტივალის დასკვნითი საღამო დღეს ქედაში გაიმართება. ტრადიციულ დროს კონცერტი ორი ჯგუფის მონაწილეობით დაიწყება. ქედაში "ასეა სულ " იმღერებს, ასევე, მსმენელის წინაშე წარსდგებიან ირინა ხინიკაძე და ბენდი.