საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა

16 აგვ 2026

საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ერთთვიანი სწავლება საველე წვრთნასა და საბრძოლო სროლებს მოიცავდა.

დასკვნითი ეტაპი  ვაზიანის სასროლეთზე ჩატარდა, სადაც ბატალიონის ასეულებმა ტაქტიკური გადაადგილება, საბრძოლო პოზიციების დაკავება და პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელეს.

ბატალიონმა სწავლება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე გაიარა. წვრთნა-შეფასების პროგრამა მიზნად ისახავს ქვედანაყოფის ტაქტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და მომზადების დონის დადგენას.