16 აგვ 2026
ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების აღკვეთის ღონისძების ფაქტზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. 560 აბი სარეალიზაციოდ გამზადებული უკანონო პრეპარატები ორმა მოქალაქემ შემოიტანა.
დაკავებულთაგან ერთი ირანის, მეორე კი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. ორივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატები კრიმინალური პოლიციის და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმის აეროპორტში ამოიღეს.
იქვე მოხდა ბრალდებულების დაკავებაც. ფაქტზე გამოძიება ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო შეძენა-შენახვის და ქვეყანაში შემოტანის მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.