16 აგვ 2026
აფხაზეთისნ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანა პოლიტიკური ბრალდებების საგანია. ოპოზიცია მთავრობისგან კონრეტულ პასუხებს ითხოვს - რა რაოდენობის და რა მიზნით მიეწოდება საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთს.
მმართველი გუნდი ჰუმანიტარულ მიზნებზე საუბრობს და ოპონენტებს სპეკულაციებში ადანაშაულებს. განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია “რესპოლი” და ადასტურებს, რომ კომპანია “სოლიდუსმა” მისგან შეიძინა საწვავი, რომელიც შემდგომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შევიდა.
„რეპსოლი“ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ - შეძენილი ნავთობპროდუქტების შემდგომ რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხს კომპანიები მასთან არ ათანხმებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ - შპს „სოლიდუსს“ ამის უფლება ჰქონდა.