16 აგვ 2026
აშშ-ში, ინდიანის შტატში შტორმებისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არის ბავში. როგორც მედია იუწყება, განსაკუთრებით რთული ვითარება იყო ინდიანაპოლისის რაიონში, სადაც საგანგებო სამსახურებმა წყალდიდობის შედეგად ათობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ინდიანის გუბერნატორმა, კვირის დასაწყისში შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კი შტატისთვის ფედერალური დახმარება გამოყო. ინდიანაში ელექტროენერგიის გარეშე კვლავ დაახლოებით 150 000 აბონენტი რჩება. ინდიანაპოლისის მერის თქმით, ქალაქში მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა.