16 აგვ 2026
ღამით რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა. კიევში რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარს ებრძვიან, დაშავებულია სამი ადამიანი. უკრაინული მედიის ცნობით, კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქებები და ხანძრები ობოლონისა და ჰოლოსიივის რაიონებში დაფიქსირდა.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. რუსეთმა იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთმა სამრეწველო ობიექტებს დაარტყა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა. ამასთან, ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსებმა რაიონის დასახლებულ პუნქტებსაც დაარტყეს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.