ინდონეზიაში ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 51 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

16 აგვ 2026

ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 51 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ჩაიკეტა გზები და რეგიონში ათასობით ადგილობრივი გახდა იძულებული, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარას პროვინციაში 36 ადამიანი დაშავდა, 77-მა კი  დაზიანებები მიიღო. სტიქიის პრევენციის სააგენტო ინფორმაციით, სიკკას რეგიონში 3 300-ზე მეტი ადამიანი ღია ცის ქვეშ არიან და ძირიტადად მოედნებზე განთავსდნენ. მოსახლეობის დიდი ნაწილი ღამეს დანგრეული სახლების მიმდებარედ, კარვებსა და ვერანდებზე ათევს.

რეგიონში მობილიზებულია 3 500-ზე მეტი სამხედრო და პოლიციელი, ხოლო სამაშველო ჯგუფები ცდილობენ მეწყერის შედეგად ჩაკეტილ ზონებამდე მიღწევას. რეგიონში 1 300-ზე მეტი სახლია დაზიანებული და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იგეგმება.