აშშ-ში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

15 აგვ 2026

ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელთან სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა  კრიტიკულია-ინფორმაციას  ჩესტერფილდის ოლქის პოლიცი ავრცელებს.

 ინციდენტი  გამთენიისას მოხდა. პოლიციამ სროლის შესახებ შეტყობინება გრინვიჩის დროით 5 საათსა და 28 წუთზე მიიღო.

შემთხვევა სასწავლებლის საერთო საცხოვრებლების მიმდებარედ მოხდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ხუთი ადამიანი დახვდათ — ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ იქს-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში. ხუთივე დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათგან ოთხის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უნივერსიტეტში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა უკვე გაუქმდა, თუმცა გამოძიების დასრულებამდე კამპუსის ტერიტორიაზე სამართალდამცველთა მობილიზება კვლავაც მაღალია.