ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პატივი მიაგო საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნას

15 აგვ 2026

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს  ვიდეომასალას, რომელზეც ასახულია ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ვიზიტი ფხენიანის განთავისუფლების მონუმენტთან.

კიმ ჩენ ინმა პატივი მიაგო საბჭოთა ჯარისკაცებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იაპონიის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ვიზიტი ეროვნული განთავისუფლების ოთხმოცდამეერთე წლისთავს მიეძღვნა.  მონუმენტთან გამართულ ცერემონიას კიმ ჩენ ინთან ერთად მისი მეუღლე და ქალიშვილიც ესწრებოდნენ. მათ პატივი მიაგეს დაღუპულ მებრძოლებს და მემორიალი დაათვალიერეს.  

კიმ ჩენ ინის ეს ვიზიტი მოსკოვსა და ფხენიანს შორის ურთიერთობების გაღრმავების ფონზე გაიმართა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას იწვევს უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეის რუსეთისადმი მხარდაჭერის გამო.