ესპანეთის ქალაქ  გრანადაში მიწისძვრა მოხდა

15 აგვ 2026

ესპანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გრანადაში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. რეგიონული მთავრობის განცხადებით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიწისძვრა ალჰენდინის რაიონში ადგილობრივი დროით პირველ საათზე მოხდა. ანდალუსიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაზიანებული შენობებიდან რამდენიმე ადამიანი გამოიყვანა.

სტიქიის შემდგომ გადაღებულ კადრებში ჩანს ქუჩაში მიმოფანტული ნანგრევები და დაზიანებული ავტომობილები.  ხელისუფლებამ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.