15 აგვ 2026
მძღოლს, რომელიც გომის მთაზე მომხდარი ავარიის დროს მიკროავტობუსს მართავდა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
მძღოლი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებოდა, მას ავარიის შედეგად, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, ის სასამართლოში კლინიკიდან მიიყვანეს. 12 აგვისტოს, გომის მთის გზაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 16 პირი.
შსს-გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაზარალებულების ნაწილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება, შვიდი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო სამი პაციენტი რეანიმაციაში რჩება.