15 აგვ 2026
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი გმირებისადმი მიძღვნილი ტურნირი მკლავჭიდში გრძელდება. ვაჟებსა და გოგონებს შორის ტრადიციულ მეთვრამეტე ტურნირში მონაწილეები საქართველოს ყველა კუთხიდან ასპარეზობენ.
ხვალ კი 90 გამარჯვებული სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.