15 აგვ 2026
ნდოეთის დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, განაცხადა, რომ ქვეყნის წარმატების გასაღები ახალგაზრდების ხელშია.
დედაქალაქ ნიუ-დელში სიტყვით გამოსვლისას მან დააანონსა, რომ მთავრობა უფასო ონლაინმოსამზადებელ კურსებს უზრუნველყოფს მათთვის, ვინც მისაღები თუ საკონკურსო გამოცდებისთვის ემზადება.
ბოლო დროს მოდის განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული პრობლემების გამო ახალგაზრდები აკრიტიკებენ. მისი მმართველობის მესამე ვადის უდიდესმა პოლიტიკურმა კრიზისმა პიკს ივლისში მიაღწია, როდესაც ეროვნული გამოცდების ტესტების გაჟონვის გამო ორ მილიონამდე სტუდენტს გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუხდა.
ინდოეთმა დამოუკიდებლობას 1947 წლის 15 აგვისტოს მიაღწია და ბრიტანეთის 200 წელზე მეტხნიან კოლონიურ მმართველობას წერტილი დაუსვა.