15 აგვ 2026
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 81 წლისთავისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ცერემონიაზე პირობა დადო, რომ ომის ტრაგედია აღარასოდეს განმეორდება.
ღონისძიებას იმპერატორი ნარუჰიტო და იმპერატრიცა მასაკოც ესწრებოდნენ. დამსწრეებმა ომში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ტაკაიჩიმ, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გასულ ოქტომბერს დაინიშნა, დღეს დილით იასუკუნის სადავო სალოცავში რიტუალური შესაწირი გაგზავნა.
იაპონიის აღმოსავლეთაზიელი მეზობლებისთვის ეს სალოცავი აგრესიის სიმბოლოა. ტოკიოს ამ სალოცავში მოხსენიებულ 2.5 მილიონ ომის მსხვერპლს შორის არის ომისდროინდელი 14 ლიდერი, რომლებიც უმძიმესს სამხედრო დანაშაულებში ამხილეს. ასევე 1000-ზე მეტი სხვა პირი, რომლებიც მოკავშირეთა ტრიბუნალებმა დამნაშავედ ცნეს 1945 წელს იაპონიის დამარცხების შემდეგ.