15 აგვ 2026
პოლონეთი ევროპაში ღვთისმშობლის ყველაზე დიდი ქანდაკების გახსნისთვის ემზადება. 29 ივლისს დაანონსებულ ოფიციალურ ცერემონიამდე ჯერ კიდევ ორ კვირამდეა დარჩენილი, თუმცა მონუმენტმა, ცნობისმოყვარე ადამიანების ყურადღება უკვე მიიპყრო.
დაახლოებით 54,5 მეტრი სიმაღლის ქანდაკება მილიარდერმა ცოლ-ქმარმა, გრაჟინა და რომან კარკოსიკებმა და ცენტრალურ პოლონეთში, ტორუნის მახლობლად მდებარე სოფელ კონოტოპიეს მცხოვრებლებმა დააფინანსეს.
მონუმენტი მთლიანად რკინაბეტონის კონსტრუქციისგან შედგება, რომელიც მოიცავს როგორც მარიამის ფიგურას, ისე გვირგვინს, რომელიც, ამავდროულად, გადასახედი ტერასის ფუნქციასაც შეარულებს.